LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ არის კარგად საქმე ჩინეთში: გიორგი ფხაკაძე

7693
ფხაკაძე-გიორგი

“ვერ არის კარგად საქმე ჩინეთში..”, -ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევებმა კვლავ იმატა და იქ უმეტეს შემთხვევაში დელტა ვარიანტი ცირკულირებს.

“იხილეთ ქვემოთ რუკა, თუ სად გავრცელდა კოვიდის დელტა ვარიანტი (ხუმრობით: ჯერ ჩინეთმა შეუტია ინდოეთს, ახლა ინდოეთმა – ჩინეთს, გამგები გაიგებს)

გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე, დაიცავით დისტანცია, დარჩით სახლში და დარეგისტრირდით ფაიზერის ვაქცინაზე. ჯანმრთელობას გისურვებთ”,- წერს გიორგი ფხაკაძე.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ჩინეთის ქალაქ უჰანში, საიდანაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო 11 მილიონზე მეტი მოსახლის ტესტირება ჩაატარეს, რომლის შედეგად აღირიცხა ადგილზე გავრცელებული კორონავირუსის 37 შემთხვევა და ვირუსის 41 ასიმპტომატური მატარებელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g