LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ ეღირსება ბიძინა ივანიშვილი ჩემგან იმის მოსმენას, რომ თანხმობას ვაცხადებ ამნისტიაზე: ნიკა მელია

66
2466

“ვერ ეღირსება “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი ჩემგან იმ განცხადების მოსმენას, რომ ნიკა მელია თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა მისი მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და შემდგომი ნაბიჯების საზოგადოებისთვის გაცნობაა.

“მე ვიცი, რა არის გასაკეთებელი, მე ვიცი, რომ მინიმალური ამოცანაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის ის, რომელიც შემდეგ უნდა შევასრულოთ – რას ვთავაზობთ საზოგადოებას, რა გეგმით ვართ, რა სტრატეგიით ვართ, როგორ გამოგვყავს კრიზისიდან ქვეყანა“, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული – ოპოზიციის და მმართველი პარტიის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები