LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთი იყო, რადგან ამ სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია… თავი მაღლა უნდა ავწიოთ!“ – გიორგი მამარდაშვილის მატჩის შემდგომი კომენტარი

242
გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩში 1:0 დამარცხდა. მატჩის შემდგომ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სტადიონი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც თამაშის ხარისხზეც აისახა.

გიორგი მამარდაშვილის თქმით, თავები მაღლა უნდა ავწიოთ და ერთიანობა შევინარჩუნოთ, რათა მიზნისკენ სვლა გაგრძელდეს.

„ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთი იყო, რადგან ამ სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია… საშინელ მდგომარეობაში იყო მინდორი მაგრამ… უნდა გამოვასწოროთ ის მდგომარეობა, რაც დღეს იყო.

კარგი სერიები გვქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ დაბრუნდები წაგებული თამაშის შემდეგ და როგორ გააკეთებ იმ ყველაფერს, რასაც აქამდე აკეთებდი. თავი მაღლა უნდა ავწიოთ და შევინარჩუნოთ ის ერთიანობა, რაც აქამდე გვქონდა, როგორც ფეხბურთელებს, ასევე ხალხს. ერთად უნდა გავაგრძელოთ სვლა იმ მიზნისკენ, რაც გვაქვს თითოეულ ქართველს.

ვიდეო: Crocobet – კროკობეთი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g