ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ, სკანდალურ ამერიკელ რეპერის, Diddy-ს, იგივე შონ კომბსის, პროსტიტუციის ბრალდებებთან დაკავშირებულ საქმეში, სულ რაღაც 50-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდების მხარის განცხადებით, რეპერი ძალის გამოყენებით თავის ყოფილ პარტნიორებს, კასანდრა ვენტურასა და კიდევ ერთ ქალს წლების განმავლობაში სექსუალურ შოუებში მონაწილეობას აიძულებდა. ადვოკატების მტკიცებით, მან თავის პარტნიორებზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა ისინი სექსუალურ შოუებზე საკუთარი ნებით მონაწილეობდნენ.
განაჩენის გამოტანამდე კომბსი სასამართლოში სიტყვით გამოვიდა. მან ბოდიში მოუხადა თავის ყოფილ მეგობარ ქალებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.
რეპერმა თავის საქციელს „ამაზრზენი, სამარცხვინო და არაჯანსაღი“ უწოდა. მუსიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ მისი შვილები უკეთესს იმსახურებენ და რომ მან თავის დედას იმედები გაუცრუა.
ცნობისთვის, Diddy-ს წინააღმდეგ რამდენიმე საქმე იყო აღძრული, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არტისტი ტრეფიკინგისა და გამოძალვის საქმეებზე გაამართლეს.
Diddy-ის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს – ნახეთ პირველი „ტრეილერი“
