ვერსალის სასახლის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო Airelles Château de Versailles მსურველებს დახურულ ბაღებში ცხენით გასეირნებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაცია სასტუმროს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
სტუმრებს ვერსალის ბაღების მონახულება ექსკლუზიურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეეძლებათ. შესაძლებელი იქნება მარტო ან გიდთან ერთად გასეირნება, ტერიტორიის გოლფ-ქარით მოვლა ანდაც ცხენზე ჯირითი.
ლუდოვიკო XVI და მარია ანტუანეტას ცხენით სეირნობა ძალიან უყვარდათ და ამასთან დაკავშირებით 2024 წელს სასახლეში საცხენოსნო სპორტის ოლიმპიური შეჯიბრიც ჩატარდება.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრო ნავი უფასოდ იქირაონ და ვერსალის სასახლის ხედებით წყლიდან დატკბნენ. მშვენიერი იდეაა ასევე ბაღში პიკნიკიც და სასახლის თანამშრომლები ვიზიტორებს ყველა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფენ.
ბუნებრივია, სერვისში სასახლის დახურული დარბაზების მონახულების უნიკალური შესაძლებლობაც შედის.