LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვეთანხმები „ოცნებას“ და ვეთანხმები „ნაცმოძრაობას“: როდის ამბობენ სიმართლეს დაპირისპირებული პარტიები

117
gebevani

„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ ბედნიერები ვართ, არ შეესაბამება სიმართლეს.

„მე ყველაფერში ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, როცა ის საუბრობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და სამწუხაროდ, ყველაფერში ვეთანხმები „ნაციონალურ მოძრაობას“, როცა ის საუბრობს „ქართულ ოცნებაზე“. 

ჩვენ გვაქვს ცუდი რეალობა, ცუდი წარსული. წარსული ხელისუფლების, რომელიც ძალადობდა და ჩაგრავდა ხალხს და ხელისუფლება დღეს, რომელიც ატყუებს ხალხს. ჩვენ დღეს ვისმენთ პარლამენტში უმრავლესობის განცხადებებს, რა ბედნიერ საქართველოში ვცხოვრობთ, არადა, ყველამ ვიცით, რომ დღეს საქართველო არ არის ბედნიერი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. რამდენიმე დღის წინ მისი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. თალაკვაძე ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაშია

მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი დაწესდება: პარლამენტს ამ კვირაში ბევრი საქმე აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g