LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი

271
სააკაშვილი-ედუარდ-1

ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოეთიდან, განსაკუთრებით ევროპიდან, დიდი მხარდაჭერაა იმის მიმართ, რომ რამე უნდა შეიცვალოს.

““2012 წელს მამაჩემმა პირველად საქართველოს ისტორიაში გადააბარა ხელისუფლება არჩევნების გზით. ამის შემდეგ მალევე მან დატოვა ქვეყანა, რადგან იცოდა, რომ ახალი ხელისუფლება ყველანაირად ეცდებოდა მის დევნას და დაპატიმრებას. მათ აღძრეს არაერთი საქმე, როგორც ესენი ამას უწოდებენ, „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ბრალდებით. ეს ბრალდებები საერთაშორისო დონეზე არ არის აღიარებული. მამაჩემი ევროპაში, აშშ-ში მუშაობდა. არასოდეს შეჰქმნია რაიმე პრობლემა ან ექსტრადიციის საფრთხე.

მისი დაპატიმრება შეძლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაბრუნდა. ბრალდებების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს გარდა არსად არის აღიარებული. ის უკრაინის მოქალაქეა. დაკავებამდე ის მუშაობდა პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლად. მას ყოველთვის ჰქონდა პროდასავლური, რუსეთის საწინააღმდეგო ორიენტაცია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ წარმოუდგენელი ტანჯვა, რომელიც მან გადაიტანა გასული წლის განმავლობაში, სიამოვნებას ჰგვრის რუსულ პოლიტიკური ისტებლიშმენტს.

ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას თუ უყურებთ, მამაჩემის მდგომარეობის შესახებ ცნობები აღფრთოვანებას იწვევს. 2008 წელს, როცა მამაჩემი პრეზიდენტი იყო, საქართველომ იბრძოლა რუსეთთან ომში და შესაძლოა ისინი თვლიდნენ, რომ ამისთვის ის ბოლომდე არასოდეს დასჯილა და აი, ამის მიღწევის საშუალება მიეცათ””, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე:

“ვერაფერს მიაღწიეს და ხალხმა დაინახა, როგორ მძიმე პირობებში ამყოფებს ხელისუფლება სააკაშვილს” – გიორგი სააკაშვილი

“ვივა მედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება მათი ნებართვის გარეშე მოხდა, ეს სერიოზული დანაშაულია” – გეგეჭკორი

“არ შემიძლია რომ არ დავწერო, რადგან ძალიან მტკივა…ყველა გაგებით საშინელებაა” – ლიზა იასკო სააკაშვილის კადრებზე

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას

მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება

ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი

რატი ბრეგაძე: როცა მიხვდნენ, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა მუქარით და მხარდამჭერების შეკრებით, ჩაირთო სხვა მანქანა, რაც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესების გზით მის გათავისუფლებას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g