LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვგეგმავ პრესკონფერენციას” – ბასილაშვილის ყოფილი ცოლის პირველი კომენტარი

2099
BeFunky-collage (4)

დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ დეტალებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

“არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მტკიცებულებები არ არსებობს” – ადვოკატი ბასილაშვილზე

“ამ ეტაპზე, არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, ფიზიკურად ვერ გესაუბრებით. ვგეგმავ პრესკონფერენციას, თვითონაც არ ვიყავი ამისთვის მზად. არ ვიცი, საიდან გახდა ეს თემა საჯარო, წარმოდგენა არ მაქვს. პრესკონფერენციის შესახებ გაიგებთ. საუბარია ფიზიკურ ძალადობაზე ბავშვის თანდასწრებით, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ახლა ამ სიტუაციაში მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”- განაცხადა “მთავარ არხთან” ნეკა დოროყაშვილმა.

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს (ფოტოები)

წყვილის სოციალურ ქსელში დიდი ხანია მათი ერთობლივი ფოტოები აღარ იდებ და ნეკაც საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩანს.

ცნობისთვის, პროკურატურა ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ჩოგბურთელს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე დაუწესდა.

ამასთან, საგამოძიებო უწყება ადასტურებს, რომ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას და მას აქვს აკრძალული მიუახლოვდეს ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g