LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგმობთ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებულ პროცედურას ითვალისწინებს – უკრაინის საგარეო უწყება

83
უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა გმობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებას, რომელიც ყველა უკრაინელისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მოპოვების საშუალებას იძლევა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2022 წლის 11 ივლისის ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებულ პროცედურას.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი ხელყოფაა, რომელიც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან.“– აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა.