LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიბანაოთ თუ არა კუს ტბაში – წყლის სინჯის შედეგები უკვე ცნობილია

102

კუს ტბაზე ბანაობა ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტებმა კუს ტბაზე ივნისის თვეში წყლის სინჯი აიღეს, რომელშიც განისაზღვრა 23 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი (გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა).

სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ანალიზების შედეგად კუს ტბაში მიკრობიოლოგიური პარამეტრები და ქიმიური კონცენტრაციები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წყლების ქიმიური დამაბინძურებლების ანალიზი თანამედროვე აპარატურითა და აღჭურვილობით რეგულარულად ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები