სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენელი, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, „ტვ პირველის“ გადაცემიდან „შუადღე“, საქართველოს მოსახლეობას დამდეგ 2025 წელს ულოცავენ.
ვიდეომიმართვაში 2024 წელს აჯამებს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და საზოგადოებას 2025 წელს მშვიდობას და გამარჯვებას უსურვებს:
„2024 წელი ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ მძიმე წელი იყო, სავსე იყო ბრძოლებით და ძალიან ბევრი ნეგატიური მოვლენით, თუმცა 2024 წელი ძალიან მემახსოვრება და ყოველთვის განსაკუთრებული იქნება იმ ერთობით, რომელსაც სულ ველოდი და როგორც იქნა, ადამიანებში დავინახე.
სრულიად უცხო ადამიანებმა ერთმანეთი გავიცანით, თანამოაზრეები ვიყავით, ეს საზოგადოება ერთი დიდი ოჯახივით ჩამოყალიბდა, თითქოს ამ ქვეყანაში ახალი ერა იწყება, უნდა დაიწყოს და ეს მხოლოდ ჩვენზე, მოქალაქეებზეა დამოკიდებული.
2024 წელს დავემშვიდობები ამ ერთობის სიყვარულით. 2025 წელს მინდა გისურვოთ ნამდვილი მშვიდობა და არა ფსევდო და, რაც მთავარია, გამარჯვება – გამარჯვებულ საქართველოში გეცხოვროთ, ისეთში, რომლისთვისაც იბრძოდით და რომელიც აუცილებლად თავისუფალი იქნება“, – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი ვიდეომიმართვაში.
გილოცავთ ახალ წელს🌲 გილოცავთ ახალ წელს 👇ნანკა კალატოზიშვილი #შუადღელაივი #ტვპირველი #ახალიწელი #მილოცვა #გილოცავთახალწელს #2025წელი #გილოცავთ #ნანკაკალატოზიშვილი
Posted by შუადღე Live • Shuadge Live on კვირა, 29 დეკემბერი, 2024