მომღერალი ლოლა წერეთელი ამერიკის შეერტებულ შტატებში მიემგზავრება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა.
მისივვე განცხადებით, აშშ-ს შემდგომ ასევე ეწვევა საფრანგეთსა და ისრაელს.
„მივფრინავ ნიუ-იორკში, საფრანგეთში და ისრაელში“, – ამბობს ლოლა წერეთელი.
„დღეს ავიღე ლამაზი – საინტერესო დიზაინით ახალი საქართველოს პასპორტი, ძალიან მომეწონა. ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ ახალ 2026 წელს – ახალი პასპორტით, ახალი სახით, ახალი სიახლეებით და იმედით ვიფრენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ლოლას უყვარხართ გულში ❤️🙏❤️“, – წერს ლოლა სოციალურ ქსელში.
