LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 6 შვილის მამას, რომელიც სამსახურში ველოსიპედით დადიოდა, მანქანა აჩუქეს

120
70978818007-img-1018

6 შვილის მამას, რომელსაც ნახევარი წელიწადი სამსახურში ველოსიპედით სიარული უწევდა, მანქანა აჩუქეს. ამაზე People წერს.

აიზეკ ტეილორი ქალაქ როზვილიდან (კალიფორნია) ავტომობილს მარტში მომხდარი საგზაო შემთხვევის შემდეგ დაემშვიდობა. მას შემდეგ, კაცი, რომელსაც ერთი ვაჟიშვილი და 5 ქალიშვილი ჰყავს (3-დან 19 წლამდე), ყოველდღე 25 კმ-ს (ერთი გზა) ველოსიპედით გადიოდა.

ტეილორების რთულ ვითარებას ყურადღება მიაქცია საქველმოქმედო ორგანიზაცია Family Promise-მა, რომელიც ოჯახს მანამდე სახლის მოძებნაში დაეხმარა. ახლა კი ოჯახის უფროს მანქანის გასაღები გადასცეს.

„ბავშვივით ვტიროდი. ეს სიხარულის ცრემლები იყო. და კიდევ აქეთ-იქით 25 კმ გზის ველოსიპედის გავლის ცრემლები“, – განაცხადა დასაჩუქრებულმა ტეილორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები