ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგმა, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, თამარ გაგოშიძემ გადაცემაში „დიდი შესვენება” ბავშვების აღზრდაში თამაშის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენს საზოგადოებაში არ მოსწონთ მშობლებს, როცა ბავშვებს ვათამაშებთ… ჰქონიათ დროის ფუჭად ხარჯვა, ფიქრობენ რომ უნდა ისწავლონ, ბევრ ენაზე საუბრობდნენ, ჭადრაკზე დადიოდნენ და ა.შ. სინამდვილეში კი, 7 წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელია თამაში, ბევრი თამაში”, – საუბრობს თამარ გაგოშიძე.