LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაგოშიძე: „ბავშვის თავისუფლად გაზრდა არ ნიშნავს შენიშვნის არ მიცემას.. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ სხვისი თანდასწრებით“

193
ფორტუნა - 2023-04-02T204821.692

ბავშვის თავისუფლად გაზრდა არ ნიშნავს შენიშვნის არ მიცემას “. – ამბობს ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.

თამარ გაგოშიძე მშობლებს მიმართავს და ამბობს, რომ  „თუ ჩვენ ვაპირებთ ბავშვს შენიშვნა მივცეთ, ეს არ უნდა გავაკეთოთ ვინმეს თანდასწრებით“.

„არის კატეგორია, რომელიც ბავშვს მუდმივად აძლევს შენიშვნას, ისე, რომ ვერც გრძნობს. ესეც მეორე უკიდურესობაა და შედეგი იგივეა. ამ შემთხვევაში ბავშვის ადაპტაციური უნარი არაჩვეულებრივია და რას აკეთებს? უბრალოდ არ ესმის და ეს არის სწორი მისი მხრიდან, რატომ უნდა ინერვიულოს ამდენი? გასაგებია მისი რეაქცია.

ან მეორე უკიდურესობა ვითარდება, თუ ბავშვს არ აქვს ჯანმრთელი ადაპტაციური უნარი, ასეთი ბავშვი არის დათრგუნული, რადგან სულ დანაშაულის განცდა აქვს და ამან შეიძლება სერიოზული შფოთვითი პრობლემები გამოიწვიოს ბავშვში.“ – ამბობს თამარ გაგოშიძე პირველი არხის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g