LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 82 წლის ჯეინ ფონდამ  TikTok-ის აპლიაკაციაში აერობიკის გაკვეთილები განაახლა (ვიდეო)

618
jainfonda news

82 წლის ჯეინ ფონდა ამტკიცებს, რომ ასაკის მიუხედავად გადასარევ ფორმაშია. მან პანდემიის დროს თავისი ცნობილი აერობიკის გაკვეთილებიც კი განაახლა, რომლითაც ასე პოპულარული გახდა 1982 წელს. ამისთვის მსახიობმა TikTok-ის აპლიკაცია გამოიყენა. 80-იან წლებში მას აერობიკის დედოფალსაც ეძახდნენ, რადგან მან აქ თავისი წესებიც კი დაამკვიდრა. მისი ვიდეო გაკვეთილები 17 მილიონიანი ტირაჟითაა გაყიდული.

იმის გამო, რომ 2020 წელი ფაქტობრივად პანდემიის წლად დასახელდა, 82 წლის ვარსკვკლავმა გადაწყვიტა, ხალხი საკუთარი ცნობილი ვარჯიშებით გაამხნევოს: „გამარჯობა TikTok! მე ვარ ჯეინ ფონდა და გთავაზობთ შემომიერთდეთ. მე ვაპირებ, დავამარცხო კრიზისი. აბა დავიწყეთ“ – ამბობს მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g