შეიძლება ითქვას, რომ ვანო მერაბიშვილს ჟურნალისტებმა არ აცალეს ციხიდან გამოსვლა. ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ, როდესაც, როგორც იქნა, ყოფილმა შს მინისტრმა მზის სინათლე იხილა, ციხის კარიდან ფეხი არ ჰქონდა გადმოდგმული, რომ ჟურნალისტები და ოპერატორები ისეთი სისწრაფით დაიძრნენ მისკენ, მერაბიშვილს უკან დახევამ და ისევ ციხეში შებრუნებამ მოუწია. შეიძლება ითქვას, რომ ოპერატორები ერთმანეთს ახტებოდნენ და ერთ-ერთი კიბის მოაჯირზე გადაძვრა იმისთვის, რომ სანატრელი კომენტარი გადაეღო.
ვიდეოს სოცქსელში ანა ანასტასიადი აზიარებს და წერს:
„როგორ მიყვარს ჩვენი ჟურნალისტები“.
ამ ვიდეოს სოცქსელში უამრავი სასაცილო კომენტარი მოჰყვა:
„აღარ ინერვიულოთ, შეაბრუნეს უკვე“
„კაცი უკან შევიდოდა მგონი, თავისი ნებით, უბრალოდ, კარები მოუკეტეს“
„კინაღამ უკან შეიყვანეს“
„დააბრუნეს უკან?
„კაცი ლამის უკან შეაგდეს“
