გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე ხმაურიანმა წყვილმა, ტიმოთი შალამემ და კაილი ჯენერმა ორწლიან ურთიერთობას წერტილი დაუსვა.
ჭორები მათი დაშორების შესახებ, განსაკუთრებით ტიმოთის Vogue-თან მიცემული ინტერვიუს შემდეგ გააქტიურდა, სადაც 29 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ არ აპირებს ისაუბროს თავის ურთიერთობაზე, რადგან უბრალოდ არაფერი აქვს სათქმელი.
„აღარ ვისაუბრებ პირადზე, სათქმელი აღარაფერია“, – განაცხადა მსახიობმა.
„ტიმოთი გადაღებებითა დაკავებული, კაილი კი გრძნობს, რომ მის ტემპს ვერ ეწევა. ჯენერი უფრო მეტად ცდილობს ურთიერთობის შენარჩუნებას, ვიდრე ის. მაგრამ ის მასზე გიჟდება, ასე რომ შანსი დიდია, რომ ისინი ისევ ერთად ვიხილოთ, ვერ გამოვრიცხავ, რომ ეს მხოლოდ დროებითი იყოს“, – აცხადებს წყარო.
ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი ერთმანეთს დაშორდნენ – რას წერენ ტაბლოიდები
ყოველივე ამის ფონზე, მედიაში კაილის ვიდეო გავრცელდა, სადაც ის არაფხიზელ მდგომარეობაში, კიმ კარდაშიანთან ერთად წვეულებაზე ენერგიულად ცეკვავს. გარდა ამისა, „ბიზნეს ვუმენმა“ რამდენიმე საათის წინ, მედიის შეფასებით, დრამატული ფოტოები გაავრცელა.
ამ დრომდე შალამესა და კაილის წარმომადგენლებს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს ვნებებით აღსავსე მატჩი – წყვილის უახლესი გამოჩენა
