„მე მგონი, ზოგ ადამიანს მოთხოვნილება აქვს, რომ ისტერიკაში ჩავარდეს, ვითომ რაღაც პოლიტიკური მიზნის გამო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე მისულმა დიზაინერმა, ზალიკო ბერგერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე – უჩნდებოდა თუ არა პროტესტი, როდესაც ეთერში უყურებდა, თუ როგორ სცემდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ზალიკო ბერგერმა თქვა:
„ზოგ ადამიანს რომ ვუყურებდი, რაღაც ისტერიკაში ვარდებოდნენ, რის გამო, ვერ ვხვდები, ან თვითონაც არ იცოდნენ, მგონი, ზოგ ადამიანს მოთხოვნილება აქვს, რომ ისტერიკაში ჩვარდეს, ვითომ რაღაც პოლიტიკური მიზნის გამო. ჩემი აზრით, ბევრი იწვევდა [სპეცრაზმელს]“, – თქვა მან.
კითხვაზე, აქვს თუ არა ნანახი კადრები, როდესაც ახალგაზრდებს სპეცრაზმელი ქუჩაში მისდევდა და კუთხეში სცემდა, დიზაინერი ამბობს: „საბედნიეროდ არ მინახავს“.
„[პროტესტი] არ გამომიხატავს, არ მინახავს, თუ როგორ გითხრათ, ეს ქვეყანა თავისი მიტინგებით… ახალგაზრდა რომ ვიყავი, მაშინ რომ დაიწყო მიტინგები, არ დასრულდა, რაღაც მიზეზის გამო, არ იქნება „რუსული კანონი“, რაღაც იქნება, ხოდა, ამის გამო, მირჩევნია, რომ იქნებ ცოტა უფრო „ლაითად“ განვითარდეს რაღაც მოვლენები ამ ქვეყანაში ოდესმე“, – თქვა ზალიკო ბერგერმა.
❗ არ მინახავს კადრები, თუ ვინმემ იძალადა ახალგაზრდებზე. ზოგ ადამიანს რომ ვუყურებდი, რაღაცა ისტერიკაში ვარდებოდნენ, რის გამო, მე თვითონაც არ ვიცი 👉 ზალიკო ბერგერი
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 17 ივლისი, 2024