LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალი ქართული მღვიმე ვიზიტორებს სპელეო-გამაჯანსაღებელ თერაპიას და დაძველებული ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს

100
218377314-1222250644892770-5624972175481964678-n-2021-08-05-11-53-01-073201

მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოში მოსანახულებელ ადგილებს კიდევ ერთი, თეთრა მღვიმე შეემატა, რომელმაც ვიზიტორების მიღება აგვისტოში დაიწყო. მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხომულში მდებარეობს. შედგება 3 დარბაზისგან. წრიული სამოძრაო ბილიკი 220 მ-ია.

გარდა იმისა, რომ მღვიმეში მრავალფეროვან ნაღვენთ წარმონაქმნებს ნახავთ, იქ უნიკალური კლიმატია ღვინის დასაძველებლად, შესაბამისად ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობაც გაქვთ. მღვიმე ვიზიტორებს სპელეო-გამაჯანსაღებელ სეანსებსაც სთავაზობს.

ფოტო: ახალი ქართული თავგადასავალი – დღეიდან შეგიძლიათ იმოგზაუროთ მღვიმეში, რომელიც 30 000 წლის ისტორიას ინახავს

როგორც „თეთრა მღვიმის“ დირექტორი გიორგი ტყაბლაძე ამბობს, „თეთრა მღვიმე“ ახალი ტურისტული ლოკაციაა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს სპელეო-გამაჯანსაღებელ თერაპიას, ასევე, ინოვაციურ მომსახურებას მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„ვიზიტორებს ვურჩევ, რომ მოინახულონ „თეთრა მღვიმე“, გაეცნონ მღვიმის უდიდეს ისტორიას, დააგემოვნონ 3 სახეობის საუკეთესო იმერული ჯიშის ღვინო და შეიქმნან დაუვიწყარი მოგონებები”, -ამბობს გიორგი ტყაბლაძე, „თეთრა მღვიმის“ დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g