კახა ცისკარიძე ხანუმებთან ერთად „მელომანს“ ესტუმრა. ამავე გადაცემის სტუმრები იყვნენ ნიკო ნანიტაშვილი და ნანიკო ხაზარაძე.
კახაბერმა პირველად, ძალიან დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ეთერში თავისი პირველი ჰიტი – „განდაგანა“ შეასრულა.
ხანუმებს ცეკვისას შესანიშნავი პარტნიორობა გაუწია ნიკო ნანიტაშვილმა.
ნიკომ იმდენად კარგად იცეკვა, რომ მაყურებელმა შემდეგი კომენტარი დაუწერა: „ამ ბიჭს ფინალში როგორ უნდა წაეგო?“
შეგახსენებთ, რომ ნიკო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა, ფინალისტიც იყო, მაგრამ გამარჯვება ბაბი კირკიტაძესთან დათმო.