როგორ მოვამზადოთ ხაჭოს პასკა? – ხაჭოს პასკის რეცეპტს კვების ბლოგერი, ნატუკა გვიზიარებს.
ბლოგერი ვიდეოში ამბობს, რომ ამ პასკის გემო, სტრუქტურა და სილამაზე ყველას გააოცებს:
„ორთქლის აბაზანაზე ვადნობთ თეთრ შოკოლადს და კარაქს, როგორც კი გადნება ვუმატებთ საკვებ საღებავს და გადაგვაქვს სილიკონის ფორმაში. შევდგათ მაცივარში.
შიგთავსისთვის დაგვჭირდება ხაჭო, რომელსაც კარგად დავაბლენდერებთ. დავუმატებთ შესქელებულ რძეს და კვლავ კარგად გავთქვეფთ.
ვუმატებთ ბერძნულ იოგურტს, პასკის სუნელებს და ლიმონის ზეთს, ასევე ვანილს.
მეტი არომატისთვის ვამატებთ ციტრუსებს და კვლავ ვაბლენდერებთ.
დაგვჭირდება მასკარპონე, რომელსაც ხელით გადავურევთ გამზადებულ მასაში. ვამატებთ ნიგოზს, თეთრ შოკოლადს, რომელსაც ვადნობთ კარაქთან ერთად.
გაგრილებულ ფორმაში მოვათავსებთ აღნიშნულ მასას და დავუმატებთ ალუბლებს“, – ამბობს ბლოგერი ვიდეოში.
რაც შეეხება ინგრედიენტებს 2 ხაჭოს პასკისთვის დაგჭირდებათ:
800 გრამი ხაჭო
350 მლ შესქელებული რძე (სგუშონი)
400 გრ ბერძნული იოგურტი
500 გრ მასკარპონე
1 ფორთოხლის ცედრა
1 ჩაის კოვზი მიხაკი
ფორთოხლის ზეთი (სურვილისამებრ)
200 გრ ნიგოზი
გაყინული ალუბალი სურვილისამებრ
200 გრ თეთრი შოკოლადი + 100გრ ემბორგის კარაქი
გარსისთვის:
200 გრ თეთრი შოკოლადი, 70 გრ კარაქი, საკვები საღებავი.
მომზადების დრო კი 2 საათია.
@dinnergoneright ✨ხაჭოს პასკი რეცეპტი✨ 🐣საოცარი პროცესი იყო მზადებისა, გულბიკთან ერთად!🥹 გემო, სტრუქტურა და სილამაზე ნამდვილად ყველას გააოცებს ამ პასკის!🤗 მომზადების დრო: 2 სთ⏰ ულუფა: 2 ხაჭოს პასკა💸 ინგრედიენტები 2 ხაჭოს პასკისთვის: 📌800გრ ხაჭო 📌350მლ შესქელებული რძე (სგუშონი) 📌400გრ მევგალის ბერძნული იოგურტი 📌500გრ ვირჯილიოს მასკარპონე 📌1 ფორთხოლის ცედრა 📌1 ჩაის კოვზი მიხაკი 📌ფორთოხლის ზეთი (სურვილისამებრ) 📌200გრ ნიგოზი 📌გაყინული ალუბალი სურვილისამებრ 📌200გრ თეთრი შოკოლადი + 100გრ ემბორგის კარაქი გარსისთვის: 📌200გრ თეთრი შოკოლადი+70გრ კარაქი+საკვები საღებავი #fy #fyp #foryou #foryoupage #პასკა #ხაჭოსპასკა #რეცეპტი ♬ original sound – 80s throwback hits