LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ ამ სიმღერაზე ბევრი დაიწერა, ბევრი ღამე დღით ჩანაცვლდა, ზღვა ემოცია და სიყვარული მოიტანა… ჩემმა ფავორიტმა ხელოვანმა სალომე ჩიტაძემ საოცრად გაართვა თავი“ – რატი დურგლიშვილისა და მაკა ზამბახიძის შვილის დუეტი

575
რატი დურგლიშვილი

8 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დუეტ „ჯორჯიას“ კონცერტი გაიმართა.

ვიდეო: 16 წელი სცენაზე, ჰიტად ქცეული არაერთი ნაწარმოები და მსმენელის უპირობო სიყვარული – დუეტმა „ჯორჯიამ“ ფილარმონიაში გრანდიოზული კონცერტი გამართა

მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა მსმენელს ძველი და ახალი კომპოზიციები წარუდგინეს და ჰიტები როგორც ერთად, ასევე მეგობრებთან ერთადაც შეასრულეს.

რატი დურგლიშვილმა მისი ცნობილი სიმღერა, „ქაღალდის ნავი“ მაკა ზამბახიძის შვილთან, სალომე ჩიტაძესთან ერთად იმღერა. აღნიშნული შესრულების ფრაგმენტს რატი დურგლიშვილი გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს და წერს:

„ვიხსენებ 8 წლის წინ დაწერილი ამ სიმღერის ტექსტის ისტორიას, როგორი სიამოვნებითა და მონდომებით ჩაერთო საოცარი ქ. მანანა სიამაშვილი, არაერთი უნიკალური ტექსტისა თუ ნაწარმოების ავტორი, ამ საქმეში. უდიდესი გულისტკივილით მივაგებ პატივს მის ხსოვნას, მადლიერი ვარ, რომ მერგო პატივი მასთან მუშაობის.

რაც შეეხება თავად სიმღერას, მასზე ბევრი დაიწერა, ბევრი ღამე დღით ჩანაცვლდა, ზღვა ემოცია და სიყვარული მოიტანა. მას ყურში ზუსტად ის ტემბრი მოაქვს, რომელსაც ჩემმა ფავორიტმა ხელოვანმა გოგონამ, სალომე ჩიტაძემ საოცრად გაართვა თავი. არაფერს ვამბობ იმ მუსიკოსების კეთილ დამოკიდებულებასა და პროფესიონალიზმზე, რაც მათ გვაჩუქეს.

მადლობა თითოეულ მუსიკოსს და მადლობა ბატონ დავით მაზანაშვილს, ნამდვილად დიდი ბედნიერებაა ამხელა ოჯახში ამხელა სიყვარული“, – წერს რატი დურგლიშვილი სოციალურ ქსელში.

„ყველასთვის საყვარელ დღეს 8 მარტს ჩატარდა ჩვენი მეორე სოლო კონცერტი და გვიხარია თუ ეს ლამაზი დღე კიდევ უფრო გავულამაზეთ ერთმანეთს“ – მაკა ზამბახიძე

ვიხსენებ 8 წლის წინ დაწერილი ამ სიმღერის ტექსტის ისტორიას, როგორი სიამოვნებითა და მონდომებით ჩაერთო საოცარი ქ. მანანა სიამაშვილი, ❤️🙏არაერთი უნიკალური ტექსტისა თუ ნაწარმოების ავტორი, ამ საქმეში. უდიდესი გულისტკივილით მივაგებ პატივს მის ხსოვნას, მადლიერი ვარ, რომ მერგო პატივი მასთან მუშაობის. ❤️რაც შეეხება თავად სიმღერას, მასზე ბევრი დაიწერა, ბევრი ღამე დღით ჩანაცვლდა, ზღვა ემოცია და სიყვარული მოიტანა. მას ყურში ზუსტად ის ტემბრი მოაქვს, რომელსაც ჩემმა ფავორიტმა ხელოვანმა გოგონამ Salome Chitadze მ საოცრად გაართვა თავი. არაფერს ვამბობ იმ მუსიკოსების კეთილ დამოკიდებულებასა და პროფესიონალიზმზე, რაც მათ გვაჩუქეს. მადლობა თითოეულ მუსიკოსს და მადლობა ბ. Davit Mazanashvili. ნამდვილად დიდი ბედნიერებაა ამხელა ოჯახში ამხელა სიყვარული. ძალიან მალე დავდებთ ვიდეოს

Posted by Rati Durglishvili on ორშაბათი, 10 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g