საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტის, „რანინას“ მე-6 სეზონის მონაწილეს – 10 წლის ანასტასია ბერიშვილს კონკურსის მორიგ ტურში შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა.
ანასტასიამ რევაზ ლაღიძის კომპოზიცია „საჭიდაო“ შეასრულა და ჟიურის წევრების მოწონებაც დაიმსახურა.
ვიდეო: „საოცარი გოგო, უმაგრესი შესრულება“: „რანინაში“ თაკო თომაშვილის „სიმღერა თბილისზე“
კონკურსანტის შეფასების დროს ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ ასეთ დიაპაზონში ასეთი ტექნიკური შესრულება შეუძლებელია:
„დაუვიწყარი და განუმეორებელი შესრულება“.
„უნიკალური, ზებუნებრივი“.
„შეუძულებელია ასეთ დიაპაზონში ასეთი ტექნიკური შესრულება“.
„ზეიმია, ანასტასიას ყოველი გამოსვლა, საქართველოს ზეიმია“ – განაცხადეს „რანინას“ ჟიურის წევრებმა.
ვიდეო:„რანინას“ ნახევარფინალში სოსო ჩაჩუას მიერ საოცრად შესრულებული „სომხური შალახო“