LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ დანებდეთ! გავიმარჯვებთ სახელოვნად“ – საბა ბუაძე ალეკო ელისაშვილის იზოლატორში გადაყვანის კადრებს ავრცელებს

249
ალეკო ელისაშვილი

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის კადრებს ავრცელებს, სადაც თავად დაკავებულის რეპლიკა ისმის:

„გავიმარჯვებთ სახელოვნად, არ დანებდეთ“. – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პოლიციამ გუშინ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაკავებული, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.

ალეკო ელისაშვილის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

შსს: „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე, აქციის 3 მონაწილეა დაკავებული – სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებებით ამ დროისთვის ჯამში 18 პირია დაკავებული“

ივანიშვილის რეჟიმმა გუშინ ალეკო ელისაშვილი აიყვანა ტყვედ. მას სამ წლიანი პატიმრობა ემუქრება. ალეკოს დაჭერა ჯერ კიდევ მარტის აქციებიდან მოყოლებული უნდოდათ, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. მათივე გამოქვეყნებულ ვიდეოშიც ჩანს, როგორი პროვოკაცია მოუწყვეს სუს-ის ვიღაც ხანდაზმული პროვოკატორის გავლით. ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომ გაზაფხულზე მისი ცემისთვის არც ერთი პოლიციელი არ მიუციათ პასუხისგებაში და გუშინ ისევ ალეკო დაიჭირეს. ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ალეკოს! ✊

Posted by Saba Buadze on Thursday 5 December 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g