LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ იცოდა ვინ ვიყავი, ამან საერთოდ გამაგიჟა.. 4 წელი დაგვჭირდა, რომ ერთმანეთის ნდობა მოგვეპოვებინა“ – რას ამბობს მარიტა როხვაძე რჩეულზე და ზაფხულში დაგეგმილი ქორწილის შესახებ

653
მარიტა როხვაძე

მომღერალი მარიტა როხვაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინიშნა, გადაცემას „პოსტ ალიონი“ სტუმრობდა, სადაც მისი რჩეულის შესახებ ისაუბრა.

დავით ტაბიძემ მარიტას ხელი ხელი საკუთარ დაბადების დღეზე სთხოვა.

ვიდეო: მარიტა როხვაძეს დაბადების დღეზე ხელი სთხოვეს – ემოციური კადრები წვეულებიდან

„მან თქვა დიახ!!!!“ – მარიტა როხვაძის ხელის თხოვნის კადრები – რას წერს ლაშა ბასლანძე, ვის რესტორანშიც მომღერალს ცოლობა სთხოვეს

„ყველას უკვირს, როცა ვამბობ, რომ პროფესიით ლიცენზირებული სტომატოლოგია, მაგრამ მთელი ცხოვრება ვარჯიშს მიუძღვნა და ამჟამად, ფიტნეს ინსტრუქტორი, მწვრთნელია.

თავის საქმიანობას ძალიან კარგად უძღვება. ჩვენ ერთმანეთი ქუთაისში, კარანტინის დროს გავიცანით საერთო მეგობრის დაბადების დღეზე. არ იცოდა, ვინ ვიყავი, ამან ხომ გამაგიჟა საერთოდ.. მას მერე ოთხი წელი ხან ჩხუბში, ხან შერიგებაში, ხან ეჭვიანობაში გავატარე..

ვაღიარებ, ეჭვიანი ვარ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ 4 წელი დაგვჭირდა, რომ ერთმანეთის ნდობა მოგვეპოვებინა, ახლა საერთოდ აღარ ვეჭვიანობთ, რადგან ერთმანეთი ძალიან კარგად გავიცანით..

კომპლიმენტების თქმა დიდად არ უყვარს, სიტყვაძუნწია, მაგრამ სიმღერა ძალიან უყვარს, მელომანია.. ორივეს ქალაქური სიმღერები გვიყვარს..

კარგი ადამიანია და ადამიანებსაც ძალიან უყვართ, მეც ძალიან შემაყვარა თავი..

რაც შეეხება ქორწილს, ჩემი ბავშვობის სურვილი უნდა ავისრულო, ჩემი ქორწილი აუცილებლად უნდა იყოს ზღვისპირას, ქვიშაში, კოშკები უნდა ავაშენო..“

ექსკლუზივი: ახლად დანიშნული მარიტა როხვაძე არატრადიციულ ქორწილს გეგმავს: „მზე, ზღვა და ქვიშა, ჩემი საოცნებო ქორწილი ასეთია…“

🔵 ვინ არის მარიტა როხვაძის რჩეული და როგორ ქორწილს გეგმავს პოპულარული ქართველი მომღერალი

Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on პარასკევი, 22 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g