მაია ასათიანი კოტე მათითაშვილის პოდკასტის სტუმარი იქნება, რომლის ეთერშიც სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრებს.
ტელეწამყვანის თქმით, თავისი კანის მოვლის ხაზის შესაქმნელად ოქროს სამკაულების გაყიდვა მოუწია.
„რას დავემსგავსე-ზე უკვე რეაქცია აღარ მაქვს. სავარაუდოდ გადავაჭარბე დოზას. ბოლო ერთი წელი მთლიანად ფილერის დაშლას დავუთმე. მამაკაცები ამბობენ, რომ მათ ბუნებრივი სილამაზე მოსწონთ და სინამდვილეში ყველაზე დაპლასტიკებული ქალებისკენ მიუწევთ გული.
ყბადაღებული თემა იყო, რომ მაია ასათიანი ორსულადაა. მე ძალიანაც მომწონდა ჩემი მუცელი, რომელიც მქონდა. არ მქონდა ფული, მოვაგროვე ყველაფერი და წავიღე ოქროს ბირჟაზე. ასე პროფილურად დაიწყო ყველაფერი“, – ამბობს მაია ასათიანი.