მეგობრებო, ქალბატონმა ლელამ, მიუხედავად იმისა, რომ ყელის ტკივილი აწუხებს, გადაწყვიტა, ვიდეომიმართვით შეგხმიანებოდათ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ლელა კაკულიას ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, “მას სურს კიდევ ერთხელ დაგვამშვიდოს და მოგვიხსნას სტრესი, რომელიც მრავალმა ჩვენგანმა განიცადა აგორებულ ხმებთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი”.
„არ შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ ვერ გავჩუმდები. ხალხი ძალიანაა შეშინებული და უნდა დავამშვიდო.
მივესალმები ჩემს საქართველოს, ჩემს ლამაზ ქართველებს. მიწისძვრა საქართველოში ისეთი მასშტაბით, როგორიც თურქეთში მოხდა, არ იქნება. ნუ დაძაბავთ ერთმანეთს. შიშია, მაგრამ ეს შიში გადაგივლით მალე. მიწისძვრა თურქეთში დავინახე და ვიწინასწარმეტყველე. მაგრამ საქართველო ყველა ჭირისგან, რაც კი წამოვა მის წინააღმდეგ, უფლისგან განიმუხტება. ამ ქვეყანას დიდი ძალები იცავენ“, – ამბობს ლელა კაკულია.
გთავაზობთ ვიდეომიმართვას, რომელიც დღეს ჩაიწერა სპეციალურად თქვენთვის:
ცნობისათვის, 4 თებერვლის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში მომხდარი რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 11 000-ს გადააჭარბა.
მიწისძვრას ემსხვერპლა თურქეთის, სულ მცირე, 8 574 მოქალაქე. 2 530 ადამიანი დაიღუპა სირიაში.
ამავე თემაზე:
საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის