პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს შორის სხვადასვა პროფესიის ადამიანები არიან. მათ შორის არის მსახიობი ნონო კასრაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, ნინო კასრაძე პასუხობს:
„უკანონობა დააკანონეს, სიმართლე გითხრათ, მე არანაირი იმედი და არანაირი მოლოდინი არ მაქვს. სათქმელიც არაფერი მაქვს. ძალიან დათრგუნული ვარ, ტყუილს ხომ არ ვიტყვი“, – აღნიშნა ნინო კასრაძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტზე ვეტოს დადებას გეგმავს.
პარლამენტში მიმდინარე მოვლენები უფრო ვრცლად:
„დაჯექი, შე გაუნათლებელო ქალო“ – დეკანოიძე წილოსანს
რიმა ბერაძე: „რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს – ვერავითარი მაიდანი ვერ შედგება“