არსენ გვენეტაძე სიმსივნის დიაგნოზთან და მასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ საუბრობს „სიცრუის დეტექტორში“:
„საერთო ჯამში სამი ოპერაცია გავიკეთე. მსხვილი ნაწლავის კიბოს ოპერაციები. საერთოდ არ მაქვს მსხვილი ნაწლავი, არ მაქვს თირკმელი და კიდევ რაღაც-რაღაცები, მაგრამ ამის მიუხედავად, იაპონიაში ცხრა საათი ფეხით ვიარე და მზის ამოსვლას იქ შევეგებე, რადგან 60 წლის თავზე ასე მსურდა…“
ექიმი აღნიშნავს, 13 წლის წინ, როდესაც პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ კიბო გადაიტანა, ამ დაავადებაზე ასე ხმამაღლა არავინ საუბრობდა:
„მანამდე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ამის შემდეგ მივხვდი, რომ აუცილებლად მოვკვდები. კიდევ ერთ რამეს მივხვდი, ცხოვრების ხარისხია მნიშვნელოვანი და არა ხანგრძლივობა. სიკვდილის შიში დავანარცხე და დავამარცხე…“