კალიფორნიის შტატში წვიმამ ცნობილი Highway 1–ის ნაწილი გადარეცხა. 50 მეტრის სიგრძის გზა წყანრ ოკეანეში ჩაირეცხა.
ინციდენტი გასულ კვირას მოხდა. საბედნიეროდ, უამინდობის გამო გზა ჩაკეტილი იყო და ამიტომ არავინ დაზარალებულა.
კალიფორნიის ტრანსპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ზარალი ჯერ–ჯერობით არ შეუფასებიათ, თუმცა პირობას დებენ რომ პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებენ. მანამდე კი მძღოლებს საშუალება აქვთ რომ პარალელური მაგისტრალი US101 გამოიყენონ. ეს გზა შედარებით უფრო გრძელი და ნაკლებად ლამაზია, თუმცა მაქსიმალურად უსაფრთხოა და მეტეოროლოგიურ პირობებზეც არ არის დამოკიდებული.
ექსპერტთა შეფასებით, ტრასა Highway 1 განსაკუთრებული მდებარეობის გამო დაზიანდა. ლამაზი ხედების გამო გზას ტურისტებიც ხშირად აკითხავენ და მიუხედავად საშიშროებისა, ხელისუფლება მასზე უარის თქმას მომავალშიც არ აპირებს.
