LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბათუმში ცხოველთა უფლებადამცველმა ქუჩაში ნაპოვნი ხბო გამოისყიდა და თავშესაფარში გადაიყვანა

142
ხბო

ბათუმში, მოქალაქეებმა ქუჩაში ტომარაში ჩასმული და ფეხებშეკრული ხბო იპოვეს. ცხოველი მესაკუთრეს, სავარაუდოდ, გასაყიდად ჰყავდა გამოყვანილი. ვიდეოს ადგილობრივი მედია – „ბათუმელები“ ავრცელებს.

მოქალაქეები ადგილზე მას შემდეგ გაჩერდნენ, რაც ნახეს, რომ ცხოველს სციოდა და მშიერი მარტო იყო დატოვებული. მათ პოლიცია გამოიძახეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხბო უფლებადამცველმა გამოისყიდა და თავშესაფარში გადაიყვანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები