LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვი უნდა მოვამზადოთ ბაღისთვის…“ – რა უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი ბაღში წასვლისას? რას ამბობს ფსიქიატრი, ნინო ნანეიშვილი

189
ნინო ნანეიშვილი

ბაღი, ბავშვი და ქცევითი პრობლემები, რა უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი ბაღში წასვლისას? – ამ თემებზე ისაუბრა ფსიქიატრმა, ნინო ნანეიშვილმა გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“.

ცნობილი ფსიქიატრი ამბობს, რომ ბავშვი უნდა მოვამზადოთ ბაღისთვის:

„ბავშვი უნდა მოვამზადოთ ბაღისთვის. მისი ორგანიზმი სამ წლამდე არ არის ჩამოყალიბებული. მისი არც იმუნიტეტია ჩამოყალიბებული, არც ნევროლოგიური და არც ფსიქიკური სისტემა.

სწორედ ამიტომ, როდესაც ბავშვი 3 წლის ასაკში მიდის ბაღში, მას უნდა ჰქონდეს 4 მნიშვნელოვანი ფუნქცია და უნარი ჩამოყალიბებული.

ესენია – დამოუკიდებლობის უნარი. მაგალითად, იკვებოს დამოუკიდებლად, დაიცვას ჰიგიენური ნორმები, ტუალეტში დამოუკიდებლად უნდა შედიოდეს 3 წლის ბავშვი.

უნდა შეეძლოს თავისი საკუთარი ნივთების გამოცნობა.

უნდა ჰქონდეს განვითარებული გარკვეული შემეცნებითი უნარები. ბავშვი რომელიც ბაღში მიდის უნდა თქვას, რა უნდა რისი სურვილი აქვს, რა მოთხოვნილება და ელემენტარული ვერბალური კონტაქტების დამყარების საშუალება უნდა ჰქონდეს.

ბავშვს უნდა ჰქონდეს ყურადღების კონცენტრაცია, რომ მოისმინოს მასწავლებლის მოყოლილი ზღაპარი და რაიმე აქტივობაში ჩაერთოს.

უნდა ჰქონდეს აუცილებლად ცნობისმოყვარეობა. ემოციური რეგულირების ელემენტარული უნარი და სოციალური ურთიერთობის დამყარების უნარი“, – ამბობს ფსიქიატრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g