„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობები, ანა ტყებუჩავა, მაკა ძაგანია, ნინო გაჩეჩილაძე და თეკო ჩუბინიძე ანას აგარაკზე შეიკრიბნენ, სადაც შესანიშნავი დრო ატარეს ერთად.
მწვადის შეწვა, ქართული სუფრა და ალკოჰოლური სასმელი – გოგონებმა გართობა არ მოიკლეს, ხოლო მაკა ძაგანიამ ვიდეო სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.
ერთ-ერთი კომენტარის ავტორი კი წერს:
„რამე ფონდი რომ შევქმნათ და სერიალი თუ ვერა, „ქეიფები” მაინც რომ დავაფინანსოთ?“, რაზეც მაკა პასუხობს, რომ სერიალის დაფინანსება ჯობია.