„რუსთავი 2“-ის გადაცემის „გული მღერის“ საახალწლო ეთერში მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა ბენდთან ერთად შეასრულა 2000-იანი წლების ცნობილი ჰიტი – „შენზე ფიქრი“, რომელსაც ზუკა მამასთან, გიო ხუციშვილთან ერთან მღეროდა.
კომპოზიციის დაწყებამდე ზუკა ხუციშვილმა აუდიტორიას ემოციური სიტყვით მიმართა და სთხოვა, მათთან ერთად ემღერათ:
„ეს არის ჩემი დარდი, რომ მამაჩემმა ჩემი შვილი ვერ ნახა და ამ სიმღერას რომ მასთან ერთად ვეღარ ვმღერი. თუ დამეხმარებით და ამ სიმღერას ერთად ვიმღერებთ, ძალიან გამიხარდება“, – მიმართა ზუკამ მაყურებელს.
💫❤️,,შენზე ფიქრი”- ზუკა ხუციშვილი და ბენდი💫❤️
Posted by გული მღერის • Guli Mgheris on ხუთშაბათი, 02 იანვარი, 2025
ზუკა ხუციშვილს ვაჟი შეეძინა – „გიო ხუციშვილი უმცროსის მობრძანებას გაუმარჯოს“