მომღერლის ლელა წურწუმიას და პროდიუსერის კახი მამულაშვილის შვილი იუბილარია. მარიკო მამულაშვილს 22 წლის იუბილე მშობლებმა განსაკუთრებულად მიულოცეს.
კახი მამულაშვილმა სოციალურ ქსელში მარიკოს ფოტოები გამოაქვეყნა და უამრავი მილოცვა მიიღო. მოგვიანებით, კახიმ გაგვიზიარა უთბილესი ვიდეო, თუ როგორ მიულოცა ლელამ შვილს ტორტით დაბადების დღე.
„ჩემი მარიკო გახდა 22 წლის. გილოცავ მა ❤️❤️❤️“, – წერს კახი მამულაშვილი.
უთბილესმა კადრებმა დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.
ჩემი მარიკო გახდა 22 წლის. გილოცავ მა❤️❤️❤️
Posted by Kakhi Mamulashvili on Friday, February 16, 2024