მუსიკოსი ქეთათო ჩარკვიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემას „სახალხო ინტერვიუ“ სტუმრობდა, სადაც ქალიშვილზე, ნანა ჩარკვიანზე ისაუბრა და მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულისა და სიამაყის შესახებ ემოციური კომენტარი გააკეთა.
ქეთათოს თქმით, ქალიშვილმა მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა და რთული პერიოდის გადალახვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
„ჩემი ნანა რომ არა, ჩემს ცხოვრებას საერთოდ აზრი არ ექნებოდა ირაკლის მერე. რაღაცნაირი თავისებური ბავშვი იყო სულ, ძალიან ემოციური, ძალიან ნიჭიერი.
ხან ლონდონში ცხოვრობდა და იქ შევიდა სკოლაში, მერე აქ ჩამოვიდა ერთი სკოლა, მეორე სკოლა. მერე იტალიაში წავიდა. რაღაცნაირია, როგორ გითხრათ, ძალიან მიყვარს, ვგრძნობ მას. ძალიან ვგულშემატკივრობ, არა იმიტომ რომ ჩემი შვილია. ვაფასებ მის ნიჭს. უამრავი სხვა და სხვა ნიჭი აქვს და ძალიან მეამაყება.
მინა, რომ რასაც მე ვხედავ მასში, ეს დაინახოს და დაიჯეროს. ძალიან კარგ ტექსტებს წერს, ხმის ტემბრიც კარგი აქვს, მელოდიის წერაც შეუძლია და ეგ მინდა აკეთოს… რაც ძალიან გამახარებს“, – აცხადება ქეთათო ჩარკვიანი.
