ლელა მებურიშვილი თავისი საახალწლო ტრადიციის შესახებ გვიყვება.
მსახიობი მთელი წლის განმავლობაში გადაღებულ ფოტოებს აგროვებს და ფოტო წიგნს ქმნის.
„ჩემი ყოველწლიური ტრადიციაა გასული წლის ფოტოებში მოგზაურობა და ყველაზე გამორჩეული მომენტებისგან სამახსოვრო ფოტო წიგნის შექმნა. ეს ახალი წლისთვის ძალიან სასიამოვნო, თბილი და ჩემი ოჯახის უსაყვარლესი რიტუალია“, – წერს ლელა მებურიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი თავის ოჯახთან ერთად დიდი ხანია ინგლისში ცხოვრობს.
მან ლონდონში კინო-რეჟისურაში ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა.
ლელა მებურიშვილის მხიარული ვიდეო: ლონდონში ცხოვრებისას მსახიობის ოთხივე სეზონის ჩაცმულობა
