მომღერალი ბარბარა სამხარაძე პოდკასტს „podcast.with.khin“ სტუმრობდა, სადაც განაცხადა, რომ მის რაიონში გამართულ კონცერტებზე არავინ ეძახის, რაც მასში დიდ გულისტკივილს იწვევს.
ბარბარა სამხარაძე აცხადებს, რომ ბევრჯერ უფიქრია ქვეყნიდან წასვლაზე და იქ მუშაობაზე, არათუ მომღერლად, არამედ მოხუცის მოსავლელად.
მისი განცხადებით, საზოგადოებაში არსებული უსამართლობის გამო, ზოგჯერ „ჩაძირვა და გაქრობა სურს“.
„ჩემი რაიონიდან ისეთ მხარდაჭერას ვერ ვიღებ ხოლმე… ჩემი რაიონის კონცერტებზე არ ვმღერი ხოლმე, არ მეძახიან…
ამ ყველაფერს როცა ვხედავ ხოლმე… ერთხელ შემხვდა ჩემი მეგობარი და მკითხა, რატომ არ იყავი კონცერტზე ლაგოდეხში? ჩვენ რომ ჩავატარეთ კონცერტი მოსულიყავი ჩვენს საყურებლადო… აი, თითქოს ლაფი და ლავა გადამესხა…
თბილისიდან იწვევენ შენს მეგობარს, რომელიც შემდეგ პრეტენზიით გეუბნება იმას, თუ რატომ არ მოხვედი ჩვენს კონცერტზეო. იმდენად რთულია და უსამართლობის განცდა გჭამს ამ დროს… სიბრაზისგან მდის ცრემლები. ჩემს თავზე ვბრაზობ, რას არ ვაკეთებ ისე, რომ მე ამ ყველაფერს ვიმსახურებ.
ბევრჯერ მიფიქრია, ავდგები და წავალ ქვეყნიდან… ოღონ განა მომღერლად, წავალ და მოხუცს მოვუვლი… ბოლომდე მინდა ჩემს თავს თითი დავაჭირო და სადაც ჩემი ადგილი არ არის, იქ მინდა ჩემს თავს მივუჩინო ადგილი… თითქოს ამ ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებ ხოლმე მაგრამ, მე ხომ ვიცი, რომ არაფერ შუაში ვარ. ეს უსამართლობა რაც საზოგადოებაშია, გინდა ჩემს მიმართ, გინდაც სხვის მიმართ… ჩემსასაც და სხვისასაც ერთნაირად განვიცდი… ამ დროს მაქვს ხოლმე ეგ მომენტები რომ ჩაძირვა, გაქრობა მინდა ხოლმე…“, – აცხადებს ბარბარა სამხარაძე.
@podcast.with.khin „ჩემი რაიონის კონცერტებზე არ ვმღერი — არ მეძახიან…“ ბარბარა სამხარაძე #ხინჩოსთან #4 ეპიზოდში @barbara..k ♬ emotional sad background(1383128) – MaxRecStudio
