ჩინეთში, ქალაქ ხანჩჟოუში რობოტების კიკბოქსინგის პირველი ტურნირი გაიმართა. როგორც BBC წერს, რინგზე კომპანია Unitree Robotics-ის ჰუმანოიდი G1 რობოტები შეხვდნენ ერთმანეთს.
ორთაბრძოლას რეფერი აკონტროლებდა, რობოტები კი ერთმანეთისგან სხვადასხვა ფერის ხელთათმანებითა და ჩაფხუტებით იყვნენ გამორჩეული.
ტურნირის მოგება შავ ჩაფხუტიანმა რობოტმა შეძლო. მთლიანობაში კი რკინის კაცებს 9 ილეთის გაკეთება შეეძლოთ და თუკი წაქცეული რობოტი დროულად ფეხზე ვერ დადგებოდა, წაგებულად თვლიდნენ.