LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ, ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს“ – მამა შალვა კეკელია აქციის მონაწილეებს

186
მამა შალვა კეკელია

პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობის პარალელურად ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება აქციის მონაწილეების რეპლიკებს მოჰყვა, ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ. მამა შალვა კეკელიას განაცხადებით, ის ძალადობას გმობს და ამაზე ქადაგების დროსაც საუბრობს.

ვიდეო: „ეკლესიაში მოგვივარდნენ – „მოღალატეებო, ეკლესიის, ქვეყნის მტრებო გამოდითო“… კომუნისტების დროს ხდებოდა ეგრე, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა… აი, რატომ მეძახიან ქვეყნის მოღალატეს? რა გავაკეთე ისეთი?!“ – მამა შალვა კეკელია

გარდა ამისა, აქციის მონაწილეების სხვადასხვა შეძახილის საპასუხოდ კეკელიამ განაცხადა: „ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ. ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს“.

„ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერია. ადამიანის მიერ სხვა ადამიანზე ხელის აღმართვა და ბავშვის გალახვა, ღვთის გმობაა. ვთქვი ეს ქადაგებაში და დავგმე, გავაპროტესტე ბავშვების ცემა. ყოველდღე ვიხდი პარაკლისებს, ყოველ ღამე ვლოცულობ, ერთი წუთი არ მძინებია, ჩემი ქვეყნისთვის და ერისთვის. მღვდელი რომ დასჭირდებათ, ჩვენ გვეძახიან. რომ გარდაეცვლებათ შვილი, ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან?! გაგვანადგურეთ მაშინ. ეს იყო კომუნისტების დროს, ანადგურებდნენ მღვდლებს. რატომ გვიყვირით აქ? ხალხი გვიყვირის“,- განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

„ვინაა რუსი?!“ — დეკანოზმა შალვა კეკელიამ რუსეთის პოლიტიკის მომხრეები დაწყევლა

Posted by Formula • ფორმულა on პარასკევი, 13 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g