LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენი სიყვარული ყოველდღე უფრო ძლიერდება…დღე-დღეზე ველოდებით პატარას” – ნათია თოდუა და მისი მეუღლე ოჯახურ ამბებს გვიყვებიან

410
BeFunky-collage - 2023-02-18T222112.863

მომღერალი ნათია თოდუა და მისი მეუღლე დავით ზურაბაშვილი, მალე მშობლები გახდებიან.

მათ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” დილის გადაცემის ეთერში ერთმანეთის გაცნობის ისტორია გაიხსენეს.

ცნობილია, რომ მათ ჯვარი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში დაიწერეს. წყვილმა ქორწილში გაიგო მომავალი შვილის სქესიც.

„ჩვენი გაცნობა თბილისში, სამეგობრო წრეში შედგა. მალევე დავმეგობრდით. ძალიან ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ”, – ამბობს ნათიას მეუღლე.

როგორც ნათია აღნიშნავს, ერთმანეთის მობეზრების მომენტი არასდროს ჰქონიათ და მათი გრძნობა ყოველდღე უფრო მტკიცდება.

„იმდენად დიდი თავისუფლება ვიპოვეთ ერთმანეთში, რომ ვიფიქრეთ ეს ხომ არ იყო მეგობრობაზე მეტი. შემდეგ უკვე სიყვარულში გადაიზარდა. ვიგრძენით და დავიწყეთ ამ გრძნობის გამჟღავნება. სულ ერთად ვიყავით და ერთმანეთის მობეზრების მომენტი არასდროს გვქონია. ყოველდღე უფრო მტკიცდებოდა ეს გრძნობა”, – საუბრობს ნათია თოდუა.

მომღერლის მეუღლე ასევე იხსენებს, როგორ გაუმჟღავნა ნათიამ, რომ მალე მშობლები გახდებოდნენ.

„მან კონვერტში ჩადებული წერილი გადმომცა, რომელშიც ეწერა, რომ ჩვენი შვილის გულის ცემის მოსასმენად უნდა წავსულიყავით. ვერ მივხვდი, არც ვგეგმავდით და მოულოდნელი სიურპრიზი იყო, ძალიან სასიხარულო. დღე-დღეზე ველოდებით პატარას”, – საუბრობს დავით ზურაბაშვილი.

ვიდეო: “ბერლინში ჩურჩხელა პირველად გავაკეთეთ” – როგორია ნათია თოდუას და მისი მეუღლის ოჯახური იდილია

როგორ დაიწყო ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილის სიყვარულის ამბავი: „პირველი შეხვედრისას ვერ წარმოვიდგენდი, რომ გოგონა, რომელიც გავიცანი, ასე ძვირფასი გახდებოდა ჩემთვის…“

ვიდეო: რომელ ქვეყანაში გაემგზავრნენ ნათია თოდუა და მისი მეუღლე თაფლობის თვის გასატარებლად

ფოტო, ვიდეო: სქესის გაგების ცერემონია ქორწილში და სალომე ზურაბიშვილი სტუმრად – მომღერალი ნათია თოდუა დაქორწინდა

ვიდეო: მეუღლის დაუვიწყარი პერფორმანსი პატარძალს – ვიდეო ნათია თოდუას ქორწილიდან

“ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში!” – პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

„მაშინ პირობა დავდე, რომ ჩემი ჯვრისწერა აუცილებლად აქ, ბოდბეში იქნებოდა“ – რატომ დაიწერა ნათია თოდუამ ჯვარი ბოდბეში ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g