სოფო ჯაფარიძე საკუთარ გადაცემაში „მედგიდი“ საუბრობს იმ პრობლემების შესახებ, რაც მის შემთხვევაში პრეპარატ ოზემპიკის არასწორად გამოყენებამ გამოიწვია:
„მე ვიჩქარე, რომ დამეკლო რაც შეიძლება სწრაფად. სამ თვეში დავიკელი 21 კილო, ოზემპიკით. პირველ ეტაპზე ვიყავი ბედნიერი, იმის მიუხედავად, რომ ლაშა უჩავა და მაია რეხვიაშვილი, არც ერთი არ მელაპარაკებოდა, გაბუტულებული იყვნენ, რადგან ხედავდნენ, რომ უბრალოდ ვილეოდი. ძალიან მომწონდა ჩემი თავი, სანამ ერთ დღეს, რიგით ჩექაფზე, არ აღმოვჩდნი საოპერაციო მაგიდაზე, რადგან გამიჩნდა კვანძები. არასერიოზული იქნება იმის თქმა, რომ ეს ოზემპიკის ბრალი იყო, მაგრამ ძალიან სწრაფად დავიკელი… ახლაც მაქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, ყურადღებით ვარ, რომ შორს არ წავიდეს. ახლა გაფაციცებული ვარ სწორ კვებაზე…“
