ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay 90-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ბოიბენდის Backstreet Boys-ის ჰიტი გადაამღერა. მუსიკალური ტურნეს, Music of the Spheres-ის ფარგლებში, კრის მარტინმა ყველასთვის საყვარელი ჰიტი საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა. მთელი სტადიონი კრისთან ცნობილ ჰიტს, Everybody მღეროდა.
ცნობილია, რომ Coldplay-ის მსოფლიო ტურნე წლის ბოლომდე გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, მსგავსი სიურპრიზები ისევ ვიხილოთ. საინტერესოა, რომ მედიაში უკვე გავრცელდა ბოიბენდის წევრების პირველი რეაქციები. როგორც ირკვევა, Backstreet Boys-ის ბიჭებს, კრის მარტინის ექსპერიმენტი მოეწონათ.
კორტებიდან სცენაზე – Coldplay-ის კონცერტის მსვლელობისას ჯგუფს როჯერ ფედერერი შეუერთდა