„მე მემღერება და ვიმღერებ, მაია ბარათაშვილს ემღერება, ვინც მღერის, მართლა ვინც ვმღერით ჩვენ გვემღერება“ – ამის შესახებ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და შოუ ბიზნესის ნაწილის პროტესტი იყო. როგორც კვალიაშვილმა განმარტა, ის არ იზიარებს კოლეგების მოსაზრებას, რომ ახლა სიმღერის დროა არ არის:
ვიდეო: „გავიგე, რომ პროტესტია ქუჩაში, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! ვისაც ეპროტესტება გააპროტესტოს და მე მემღერება და ვიმღერებ“ – ეკა კვალიაშვილი
„გავიგე, რომ პროტესტია ქუჩაში, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! ვისაც ეპროტესტება გააპროტესტოს და მე მემღერება და ვიმღერებ“ – ეკა კვალიაშვილი
„ნუ იმღერებს, ჰოდა არც მღერის – უკაცრავად ნინოსთან მაგრამ არც მღერის, იმხელას ღრიალებდა, რომ ეგ არაა სიმღერა. დადგეს და იყვიროს მაშინ თუ არ ემღერება. მე მემღერება და ვიმღერებ, მაია ბარათაშვილს ემღერება, ვინც მღერის, მართლა ვინც ვმღერით ჩვენ გვემღერება“ – განაცხადა კვალიაშვილმა.
წამყვანის კითხვაზე, „ანუ არ იზიარებს მისი კოლეგების ნაწილის მოწოდებას“, კვალიაშვილმა უპასუხა:
„ნინო ქათამაძე სულაც არ არის ჩემი კოლეგა, არც მაია დარსმელიძეა ჩემი კოლეგა, ეს ცალკე შოუბიზნესია, თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე – არცერთი არ არის ჩემი კოლეგა და არც ჩემი მეგობრები არ არიან. ყველას პატივს ვცემ კოლეგიალურად, მაგრამ მე არ ვარ მათი კოლეგა…“ – განაცხადა კვალიაშვილმა გადაცემის წამყვანის პასუხად.