LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დამიჭირეს და მიმათრევდნენ, ადამიანივით არ მექცეოდნენ…ყოველდღე აქ ვიდგები, უკან არ დავიხევ” – ვინ არის ცნობილი აქტივისტი დროშით, რომელიც წყლის ჭავლს დაუპირისპირდა

227
BeFunky-collage - 2023-03-12T001008.141

სალომე კენჭიაშვილი, აქტივისტი საქართველოს დროშით, რომელიც წყლის ჭავლს თამამად დაუპირისპირდა და აქციიდან ერთ-ერთ დასამახსოვრებელ კადრად იქცა, „შაბათის ფორმულას” ეთერში სპეცრაზმელებთან დაპირისპირების მომენტს იხსენებს.

როგორც სალომე აღნიშნავს, მზად არის ყოველდღე აქციაზე იდგეს, უკან არასდროს დაიხევს და სჯერა, რომ ამ ბრძოლას მომავალი თაობა მოიგებს.

„ჩემთვის მთავარი იყო, რომ არ წავქცეულიყავი. შემდეგ მომაფიქრდა, რომ წყლის ჭავლი ამეცილებინა. დავიწყე ყვირილი, რომ არასრულწლოვანი ვარ მეთქი, მერე ვუთხარი, რომ გიჩივლებთ, რა უფლებით მაკავებთ თქო. ადამიანივით არ მექცეოდნენ. არ აინტერესებდათ, რომ არასრულწლოვანი ვიყავი. მიმათრევდნენ, დამიჭირეს და ისე მიმათრევდნენ. მე მათთვის პირადი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ეგენი ჩემთვის არაფერი არ არიან, ჩვენ მოვიგებთ. ყოველდღე აქ ვიდგები და უკან არასდროს დავიხევ”, – საუბრობს სალომე კენჭიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ რამდენიმე დღე საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ ხსენებული კანონი უკან გაიწვია.

„ახალგაზრდობის გამო გავედი იქ” – ვინ არის კაცი, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციაზე, თვალი დაკარგა

„ნიკოლოზ სამხარაძის ლექციებს ყველა სტუდენტმა ბოიკოტი გამოვუცხადეთ” – ნიკო მანაგაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g