ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემამ „მიმღერე“ მაყურებელს ბევრი არაჩვეულებრივი და საოცარი შესრულება შესთავაზა და კვლავ განაგრძობს მათ განებივრებას.
გადაცემაში მონაწილეობენ ლიზა ჩიჩუა და დედამისი ქეთი ასათიანი, რომლებმაც მორიგი არაჩვეულებრივი შესრულებით მაყურებელი აღაფრთოვანეს.
ლიზამ და ქეთიმ, ირაკლი კავსაძესთან, საბა და ბექა კემულარიებთან ერთად სიმღერა „სიყვარული მოვა, ჩემო თომა“ შეასრულეს.
სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს ათასობით ნახვა და მოწონება აქვს.
„დაუვიწყარი შესრულება“, „უნიჭიერესები❤️❤️❤️ როგორ მოვილხინე“, „ბრავო!!!“, „გაიხარეთ ❤❤❤❤❤“, „ნიჭის და გენის ზეიმია კავსაძე ❤️❤️ საოცრად კარგები არიან დედა-შვილი და ასევე განუმეორებელი კემულარიებიც, საოცარი შერწყმა იყო.. სპექტაკლი.. ბრავო 👏👏“, – არნისნავენ ვიდეოს კომენტარებში