LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დე, ვიცი რომ ახლა გამოცდაზე გგონივარ, მაგრამ შენთვის ვდგავარ აქ”- თსუ-ის სტუდენტი ემიგრანტ დედას აქციიდან მიმართავს

136
სტუდენტების აქცია

ერთ-ერთი სტუდენტი ემიგრანტ დედას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციიდან ემოციურად მიმართავს და ამბობს, რომ როდესაც დედა ემიგრაციიდან ჩამოვა, მას უნდა მთლიანი საქართველო დაახვედროს:

ირაკლი კობახიძე – ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება

“ეს სამშობლო არის ჩვენი, ახალგაზრდების. ნუ მიგვაქანებენ რუსეთისკენ… დე, ვიცი რომ ახლა გამოცდაზე გგონივარ, მაგრამ შენთვის ვდგავარ აქ.

შენ რომ იტალიიდან ჩამოხვალ, მე მინდა რომ მთლიანი საქართველო დაგახვედრო”- ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი.

„ტიპური ვაჭარია, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ორი მილიარდის გამო საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, მას პასუხი ქართველი ხალხის მიერ გაეცემა”- გიორგი ბოტკოველი ბიძინა ივანიშვილზე

ცნობისთვის, სტუდენტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ. პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მომიტინგეები სკანდირებენ: “საქართველო”.

დემონსტრანტები ერთი თვეა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

ოთარ ზურაბიშვილი: „ფაქტობრივად უარს ამბობენ კონსტიტუციაზე, მიდიან იმ გზაზე, რაც ყველასთვის მიუღებელია – იქცევიან, როგორც რუსები“

დე, ვიცი რომ ეხლა გამოცდაზე გგონივარ, მაგრამ შენთვის ვდგავარ აქ — თსუ-ის სტუდენტი

„დე, ვიცი რომ ეხლა გამოცდაზე გგონივარ, მაგრამ შენთვის ვდგავარ აქ, შენ რომ იტალიიდან ჩამოხვალ მინდა მთლიანი საქართველო დაგახვედრო“ — თსუ-ის სტუდენტი

Posted by Formula • ფორმულა on სამშაბათი, 14 მაისი, 2024

პოპულარულები