ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ინფექციონისტი ამბობს, რომ როცა დედას შვილი ეღუპება, ის უკვე სხვა ცხოვრებით ცხოვრობს.
„დედას შვილი რომ გარდაეცვლება გადადის სხვა სამყაროში, ის აღარ არის რაც იყო, სრულიად იცვლება, მაგრამ ალბათ უნდა ვიყოთ ძლიერები.
მე გავძლიერდი. მე შევძელი რომ მეცოცხლა და მივჩვეულიყავი ამ მძიმე ტრაგედიით ცხოვრებას. ამის დავიწყება არასდროს არ შეიძლება, ეს სხვა რამეა, მაგრამ ისევ იმ შვილისთვის მინდა.
იცით, მე როცა რამე კარგი გამიკეთებია, სულ ვფიქრობ ირაკლიზე. ვაკეთებ ყველაფერ იმას, რასაც ვხვდები, რომ ირაკლის გაუხარდებოდა,“ – მოჰყვა მარინა ენდელაძემ რუბრიკაში „ადამიანები ისტორიით“