კანადაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ანა ბარბაქაძე, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულ დედას თავად, სახლში უვლის, მოქალაქეებს დაავადების, მისი მართვისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ ინფორმაციას ხშირად უზიარებს.
ანა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ მის დედას დამამშვიდებლებს უკეთებენ, თუმცა ამაოდ.
„დედას ყოველდღე უზრდიან დამამშვიდებლის დოზას, მაგრამ ვერ ხდება მისი დაწყნარება, პირიქით უფრო აჟიტირებულია ამდენი მედიკამენტით. მე ეს ვიცოდი ამიტომ არ ვაძლევდი დამამშვიდებლებს დედას, არ დაიჯერეთ, ჰოდა ღმერთმა ესეც დაგანახათ.
მეკითხებიან მარტო როგორ უვლიო?! ამდენი ექიმი, ექთანი, ამდენი წამალი ვერაფერს გახდა დედასთან, მე კი 4 წელი მას მოვუარე ღმერთზე მინდობით და საუკეთესო წამალით – უპირობო სიყვარულის ყოველდღიური მიცემით“, – წერს ანა ბარბაქაძე.
